გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოსგან უკან გაიხმო პროექტი, რომლის მიხედვითაც, უწყებას 3 ახალი თანამშრომელი უნდა დამატებოდა.
“ასე ჩავთვალეთ ამ ეტაპზე საჭიროდ, ვადასტურებთ, რომ საკრებულოს სხდომაზე ეს საკითხი აღარ გავა” , – განაცხადეს მერიაში.
პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ უკან გაიხმო, უწყებას უნდა დამატებოდა 3 შტატგარეშე თანამშრომელი: სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი, გრაფიკული დიზაინის სპეციალისტი და ფოტო/ვიდეო გადამღები.
დატოვეთ კომენტარი