ახალი ამბები

გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონია 

გორელი გიორგი გეგელაშვილი, საქართველოს ჩემპიონია 23 წლამდე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის.

საქართველოს ჩემპიონატზე, რომელსაც 30- 31 იანვარს რუსთავმა უმასპინძლა, გორიდან ოთხმა მოჭიდავემ შეძლო მედლის მოპოვება.

გეგელაშვილი გორის მუნიციპალიტეტის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. ქვეყნის ჩემპიონი ის 57 კგ-ში გახდა.

ამავე სკოლის წარმომადგენელი თემურ ბერუაშვილი 79 კგ-ში ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ბრინჯაოს მედალი ერგო, ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენს – დავით ფაცინაშვილს (70 კგ), ხოლო ვერცხლის მედალი ქალთა ჭიდაობაში – ამავე სკოლის წარმომადგენელს მარი სატკოევას (50 კგ).

ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში გორის გუნდი მეორე ადგილზე გავიდა, პირველი იყო თბილისი, მესამე – აჭარა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები