ახალი ამბები

მიწა 180 000 ლარად – რა პირობით ყიდის გორის მერია ჭალაში ფართს?

გორის მუნიციპალიტეტის მერია ჭალის დასახლებაში, ჩუბინიშვილის ქუჩაზე ტერიტორიას ასხვისებს. შესაბამისი განაცხადი უწყებამ ელექტრონული აუქციონების პლატფორმაზე გამოაქვეყნა.

მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი, რომლის ფართობიც 3 761 კვადრატული მეტრია, აუქციონზე 180 000 ლარია. მერიამ მყიდველს შესაბამისი პირობა განუსაზღვრა:

“აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 4 წლის ვადაში განხორციელდეს საგანმანათლებლო დაწესებულების – სკოლამდელი, ზოგადი განათლების, პროფესიული და უმაღლესი განათლების – მშენებლობა და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

აუქციონი 11 თებერვლამდე გაგრძელდება. ვაჭრობის ბიჯი 18 000 ლარია.

დატოვეთ კომენტარი