ახალი ამბები

გორში საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს 

გორში საკრებულოსთან არსებული გენდერული საბჭოს წევრობის კანდიდატები წარადგინეს. 

შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მედიაციით წარიმართა. 

ახალი დებულების თანახმად, აღნიშნულ საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან 3 წევრი უნდა აირჩიონ. შეხვედრის მონაწილეებმა 8 კანდიდატი დაასახელეს, ფარული კენჭისყრით კი აირჩევა სამი წევრი. 

კანდიდატებად დასახელდნენ მარიამ თოფჩიშვილი, თამარ სოსიაშვილი, მარიამ მღებრიშვილი, ნათია თუშიშვილი, ნინო მეგრელიშვილი, სოსო მეზვრიშვილი, მარიამ თედლიაშვილი და მარიამ ხმიადაშვილი. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო არის საკრებულოს სათათბირო-საკონსულტაციო ორგანო, რომელიც „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის No1 დადგენილების „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, განიხილავს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის დაცვის მდგომარეობას, შეიმუშავებს წინადადებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაციის მიზნით.

დატოვეთ კომენტარი