ახალი ამბები

გორის მერია სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 236 000 ლარს ხარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულება გააფორმა სატრანსპორტო კომპანია “ბუქოსთან”. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი განმარტავს, რომ ტრანსპორტი იმ მოსწავლეებს ემსახურება, რომლებიც სკოლიდან 2 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ.

“თუ მოსწავლეს სკოლა 2 კილომეტრზე შორს აქვს სახლიდან, ემსახურება ტრანსპორტი. ჩვენ შემთხვევაში 44 სკოლის 4 665 მოსწავლეს ემსახურება ტრანსპორტი. ეს დელეგირებული უფლებამოსილებაა გორის მერიაზე, მანამდე ცენტრალიზებული იყო შესყიდვა და ბოლო 2 წელია, რაც მერია ახორციელებს ამ მომსახურების შესყიდვას” , – აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

მერიასა და “ბუქოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 236 013 ლარის სანაცვლოდ, კომპანია მოსწავლეებს მიმდინარე წლის 17 იანვრიდან 17 მარტის ჩათვლით მოემსახურება. ერთი სამარშრუტო კილომეტრის ფასი 3.50 ლარით არის განსაზღვრული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.