ახალი ამბები

გორის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელად ზურაბ ილურიძე ინიშნება

გორში, კომბინატის დასახლებაში არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ზურაბ ილურიძე უხელმძღვანელებს. იგი მოვალეობის შესრულებას 1-ელი თებერვლიდან დაიწყებს.

აღნიშნული პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს დირექტორმა გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა და მისი ადგილი კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით წეწვაძემ დაიკავა.

რაც შეეხება, ზურაბ ილურიძეს იგი ბოლო დრომდე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო.

ინფორმაციისთვის, კულტურის ცენტრი ექვემდებარება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს და შესაბამისად, ცენტრის ხელმძღვანელიც აღნიშნული ა(ა)იპ-ის დირექტორის ბრძანებით ინიშნება თანამდებობაზე.

დატოვეთ კომენტარი