გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში გარე განათება მოეწყობა.
მერიამ ტენდერი გამოაცხადა და სამუშაოებისთვის 300 830 ლარი გაითვალისწინა.
გარე განათებები მოეწყობა სოფლებში : ფლავში, სვენეთში, ხელთუბანში, კარალეთში, გარეჯვარსა და მეჯვრისხევში.
სატენდრო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს.
დატოვეთ კომენტარი