ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 104-ე შეხვედრა გაიმართა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, “განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა” უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი.
“ხაზგასმით აღინიშნა, რომ უკანონო დაკავებები არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აუცილებელია მათი დაუყონებლივ გათავისუფლება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აღნიშნულ უკანონო ქმედებაში სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს”,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც. საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა განაცხადეს, რომ უკანონოდ დაკავებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.
სუს-ის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში არ არის ნათქვამი, მიიღეს თუ არა დეტალური ინფორმაცია 10 დეკემბერს, ქვემო ნიქოზის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მამუკა ჩხიკვაძის შესახებ. უწყებას არც ის დაუკონკრეტებია, რა პასუხი მიიღეს, რამდენიმე დღის წინ სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის
IPRM-ის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 4 მარტს გაიმართება.