ახალი ამბები

ხიდისთავში საუბნო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში შიდა საუბნო გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. 

შესაბამისი ტენდერი მერიამ უკვე გამოაცხადა. სამუშაებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 011 480 ლარია გათვალისწინებული. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან  180 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი