ლომჭაბუკის მიმდებარე სკვერში ნათურები ჩაამტვრიეს. ხელოვნების სახლის წამომადგენლების თქმით, ბოლო ხუთი თვის მანძილზე ეს უკვე მესამე შემთხვევაა.
გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ საკითხის ინიცირებას მოახდენს.
“ვფიქრობ რომ რაღაც გზა უნდა გამოინახოს, რომ არ მოხდეს ინფრასტრუქტურის დაზიანება. მე დავაყენებ ინიციატივას, სამართლებრივად გავივლი საკითხს, იქნებ კამერები დადგეს და ასე მოხდეს კონტროლი. რომ გაიგებენ კონტროლდება პერიმეტრი მოერიდებიან დაზიანებას”, – ამბობს დავით რაზმაძე
ინფორმაციისთვის, გორის ხელოვნების სახლი და ლომჭაბუკის სკვერი თითქმის ერთი წელია რაც ფუნქციონირებს.
დატოვეთ კომენტარი