გორში, შინდისის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.
ადგილობრვები რადიო “მოზაიკასთან” საუბარში ამბობენ, რომ წლებია ეს პრობლემა აწუხებთ და ადგილობრივ ხელისუფლებას რამდენჯერმე მიმართეს. მათი თქმით, გასული წლის სექტემბერში ფულით შეაგროვეს.
“მე ვცხოვრობ შინდისის 16 ნომერში, 9 სართულია კორპუსში. საშინელ მდგომარეობაშია აქაურობა. კანალიზაცია დაზიანებულია და კორპუსთან გავლა თითქმის შეუძლებელია. 10 წელია ეს პრობლემა დგას. ფულიც შეაგროვეს, მაგრამ აქ არავინ მოსულა”, – ამბობენ ადგილობრივები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების პროგრამის დამტკიცებას ელოდებიან.
“ველოდებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფდინანსების პროგრამის დამტკიცებას, რომლის ფარგლებშიც პრიორიტეტების მიხედვით დაფინანსდება ამხანაგობების ინიციატივები”, – განმარტავენ მერიაში.