გორის მუნიციპალიტეტის 5 საბავშვო ბაღში კოვიდის შემთხევების გამო სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღები დროებით დაიხურა სოფელ ბერბუკსა და რეხაში. რაც შეეხება ქალაქის ბაღებს, სააღმზრდელო პროცესი მე-6, მე-13 და მე-20 საბავშვო ბაღებში შეჩერდა.
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში 64 საბავშვო ბაღია, აქედან 20 ქალაქში ფუნქციონირებს.
დატოვეთ კომენტარი