22 იანვარს ჩანიშნული სპექტაკლი “მამა” მოიხსნა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობს დაუდასტურდა კოვიდ-19 – ინფორმაციას ამის შესახებ ერისთავის თეატრი ავრცელებს.
თეატრის ადმინისტრაციის თქმით, მაყურებლებს ბილეთების გადაცვლა ან თანხის უკან დაბრუნება შეუძლიათ.
“ბილეთების გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შეგიძლიათ თეატრის სალაროში, აღნიშნული ბილეთებით ასევე შეგიძლიათ შემდგომში ჩანიშნულ წარმოდგენაზე ისარგებლოთ”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, 22 იანვარს მოხსნილი სპექტაქლის მაგივრად, გაიმართება სპექტაკლი “იესოს საქმე”.
დატოვეთ კომენტარი