ახალი ამბები

მერია: ხინჩეგაშვილი შვებულებიდან დაბრუნდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შვებულება ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. მან სოციალურ ქსელში ნიუ-იორკში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

გორის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ხინჩეგაშვილი შვებულებიდან დაბრუნდა და მოვალეობას ორშაბათიდან ასრულებს.

“დაბრუნდა სამსახურში და ორშაბათიდან მუშაობს” , – განაცხადა ნათია მდინარიძემ.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორშაბათს რადიო “მოზაიკამ” კითხვით მიმართა უწყების პრესსამსახურს იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ბრუნდებოდა ხინჩეგაშვილი შვებულებიდან. მაშინ მერიაში განაცხადეს, რომ გაარკვევდნენ.

მას შემდეგ რაც ხინჩეგაშვილის სოციალურ ქსელში ამერიკაში გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რადიო “მოზაიკა” კვლავ შეეცადა გაერკვია როდის დაბრუნდებოდა ხინჩეგაშვილი შვებულებიდან. მერიაში კვლავ თქვეს, რომ გაარკვევდნენ, თუმცა მოგვიანებით, განაცხადეს, რომ გორის მერი დაბრუნდა.

მისი შვებულების შესახებ, ინფორმაცია მედიაში 10 დღის წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია, მერის მოვალეობას ხინჩეგაშვილის მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი ასრულებდა.

ინფორმაციისთვის, ლადო ხინჩეგაშვილი გორის მერად 2021 წლის 29 ოქტომბერს დაინიშნა.

დატოვეთ კომენტარი