გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.
თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 4 950 ლარია. კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.
ჰოსპიტლის დირექტორი ბოლო დრომდე მალხაზ ურთქმელიძე იყო. ამჟამად, მოვალეობას შალვა მაღლაკელიძე ასრულებს.
დატოვეთ კომენტარი