“უამინდობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო საგენგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს”,- ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საავტომობილო გზებზე იყრება ტექნიკური მარილი, თოვლის საფარისგან იწმინდება ტროტუარები”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სააგენტოს ცნობით, გუშინ გვიან ღამე, უწყვეტად მიმდინარეობდა სამუშაოები. ქალაქაში პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე.
რაც შეეხება სოფლებს, როგორც ცნობილია კეთილმოწყობის სააგენტოს მოვალეობაში მხოლოდ გორში არსებული ქუჩების გაწმენდა შედის, სოფლებში კი აღნიშნული სამუშაოები კერძო კომპანიების მოვალეობაა.