ახალი ამბები

სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა

გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.

თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 4 950 ლარია. კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება და მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება, მათ შორის,  ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.

ჰოსპიტლის დირექტორი ბოლო დრომდე მალხაზ ურთქმელიძე იყო. ამჟამად, მოვალეობას შალვა მაღლაკელიძე ასრულებს.

დატოვეთ კომენტარი