გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ერთ-ერთ ვაკანტურ პოზიციაზე შიდა კონკურსი გამოაცხადა. უწყებამ ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე განათავსა.
საკრებულო შიდა კონკურსის წესით, აპარატის I კატეგორიის უფროს სპეციალისტს შეარჩევს. თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 1 210 ლარია. პირს, რომელიც აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმდება, შემდეგი ფუნქციების შესრულება დაეკისრება:
“საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტების და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტების მომზადება. აქტების სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ატვირთვა. ბრძანებების და გასული წერილების ვიზირება. საგანმანათლებლო დაწესებულებების მენტორის ფუნქციის განხორციელება. შესაბამისი წერილების მომზადება”.
როგორც ცნობილია, კანდიდატს არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება უნდა ჰქონდეს თვითმმართველობის საკითხებზე.
ინფორმაციისთვის, შიდა კონკურსი ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო დაწესებულების ან/და ამ დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ მოხელეს.