ახალი ამბები

როგორ დაიხარჯა ევროკავშირის გრანტი გორში – საკითხს დამოუკიდებელი აუდიტორები შეისწავლიან

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულება გაუფორმა დამოუკიდებელ აუდიტორულ კომპანიას, რომელიც შეამოწმებს ევროკავშირის  გრანტით მიღებული თანხის ხარჯვას.

როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, აღნიშნული კომპანია თავად ევროკავშირმა შეარჩია.

“გორის მერიამ ხელშეკრულება იმ აუდიტორულ კომპანიასთან გააფორმა, რომელიც თავად გრანტის გამცემმა შეარჩია” , – განმარტებულია ხელშეკრულებაში.

შპს „აუდიტორული ფირმა ბაკაშვილი და კომპანია“-ს გორის მერია აღნიშნული მომსახურებისთვის 42 010 ლარს უხდის. ხელშეკრულების მიხედვით, აუდიტორულ შემოწმება იმ პროექტის ერთ-ერთი ბოლო ეტაპია, რომლის ფარგლებშიც გორში არაერთი ინფრასტუქტურული პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის ლომჭაბუკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია.

როგორც ცნობილია, კომპანიის მიერ მომსახურების მიწოდება განხორცილდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ეტაპობრივად 2022 წლის 27 იანვრამდე.

დატოვეთ კომენტარი