განტვირთვა

როგორ ხვდება გორი 2022 წელს – ფოტოები საახალწლოდ მორთული ქუჩებიდან

გორში საახალწლო განათებების მონტაჟი ერთი თვის წინ დაიწყო. სხვადასხვა ფერის და ფორმის ნათურები ქალაქის სხვადასხვა უბნებში დამონტაჟდა. მოგვიანებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარი ნაძვის ხე ააწყეს. ასევე, ადმინისტრაციული შენობის წინ, სხვადასხვა ატრაქციონებთან ერთად, წელს კონსტრუქცია “მე მიყვარს გორი” განათავსეს.

ქალაქის სხვადასხვა უბნებში დამონტაჟებული საახალწლო მორთულებების ამსახველი ფოტო მასალა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

საახალწლო მორთულებს წელს ახალი ფერის და ფორმის ნათურებიც შეემატა.

მთავარი მოედნის გარდა, საახალწლო ნაძვის ხეებს ქალაქის სხვა ადგილებშიც ვხვდებით.

მთავარი საახალწლო ღონისძიება კი, როგორც წესი, 31 დეკემბრის ღამეს, მთავარ საახალწლო ნაძვის ხესთან გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი