გორის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ შეჭირვებულ, მრავალშვილიან და სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებ ოჯახებს, საახალწლო ნობათს გადასცემს.
მერიის განმარტებით, საახალწლო კალათები უკვე გადაეცათ კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის და ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს.
“საახალწლო ნობათი გადაეცა „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ და ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს. საქართველოს წითელმა ჯვარმა მერიის ფინანსური მხარდაჭერით დახმარება გაუწია მრავალშვილიან (5 და მეტ შვილიან ოჯახებს) ოჯახებსაც. იგეგმება ე.წ. ნარკოლოგიურში და სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ოჯახებისთვის საახალწლო ამანათების გადაცემა”, – განმარტავენ მერიაში
გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის მერიას მთელი წლის განმავლობაში აქვს სხვადასხვა სახის დახმარება, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით და ამ პროგრამებით ეხმარება ძირითადად სოციალურად დაუცველ ოჯახებს.