ახალი ამბები

12 000 ლარი საახალწლო კონცერტისთვის – 31 დეკემბრის ღამე გორში 

იოსებ დარბაიძე, მაია ბიძინაშვილი, მაკა სირბილაძე, ხატია ხუციძე, ვანი მურადელი, ემზარ იორამაშვილი, ჯგუფი “კანუდოსი” და სულხან ცინცაძის სახელობს სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი “ტრიო”, – ეს იმ შემსრულებლების ჩამონათვალია, რომელიც ახალი წლის ღამეს გორში კონცერტში მიიღებენ მონაწილეობას. 

აღნიშნულ შემსრულებლებს ხელშეკრულებები გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ გაუფორმა. 

ჩამოთვლილთაგან ყველა ადგილობრივი შემსრულებელია, სააგენტომ მათი მომსახურება პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძინა, რისთვისაც 12 133 ლარს გადაიხდის. 

დატოვეთ კომენტარი