გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლის განმავლობაში 25-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ავარიებს გორში 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 28-ზე მეტი, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც.
3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან 9 ოქტომბერს მომხდარ ავარიას. 18 წლის ბიჭი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 2 კი, კლინიკაში მიყვანის შემდეგ.
ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 5 ივნისს, კომბინატის დასახლებაში. მანქანა 2 ახალგაზრდას დაეჯახა, რა დროსაც 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა გორში, სადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას.
რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ გორში 2021 წლის განმავლობაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების ქრონოლოგიას:
ავტომობილი 2 ქალს დაეჯახა
სადგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიასთან მერსედესის მარკის ავტომანქანა 2 ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ორივე დაზარალებული გარდაიცვალა.
გორში ქალს მანქანა დაეჯახა
გორში, მშვიდობის გამზირზე ქვეითს მანქანა დაეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, 60 წლამდე ქალი გზაზე გადადიოდა, როცა მას ე.წ მარშუტკა დაეჯახა. ქალი მძიმედ დაშავდა.
მანქანა ქვეითს დაეჯახა
მანქანა წმინდაწყლის დასახლებაში 63 წლის ქალს დაეჯახა. იგი მძიმედ დაშავდა.
ავარია შავშვებთან, რომელსაც 3 სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტობანზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ავარია გორი-თბილისის მაგისტრალზე
მსუბუქი ავტომობილი ქალს დაეჯახა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქალი გარდაცვლილი დახვდა.
ავარია კარალეთთან
გორი-კარალეთის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახა, დაშავებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარია ვერხვების დასახლებაში
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი დაეჯახა ტოიოტას. “ერთი ადამიანი დაშავდა და სასწრაფომ წაიყვანა” , – ამბობდა თვითმხილველი
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ
შემთხვევა სპორტ-სკოლის მოპირდაპირედ, ავტობუსების გაჩერებასთან მოხდა. სასწრაფო არ გამოუძახებიათ, დაშავებული მანქანით წაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში.
20 ივნისი
გორში, წმინდაწყლის დასახლებასი ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახა. დაშავებული რამდენიმეთვიანი კომის შემდეგ, გარდაიცვალა.
10 ივნისი
გორში, სადგურის ხიდზე ავარია მოხდა. სწრაფად მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა. ავარიის შედეგად, არავინ დაშვებულა.
9 ივნისი
კარალეთთან ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკა "გორმედში" გადაიყვანეს.
6 ივნისი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავარიის შედეგად 2 ახალგაზრდა დაშავდა.
5 ივნისი
გორში, კომბინატის დასახლებაში მანქანა 2 ახალგაზრდას დაეჯახა. 18 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა. გოგო კი, თვეების განმავლობაში გადიოდა მკურნალობას კლინიკაში.
2 ივნისი
გორში მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
18 მაისი
სტალინის გამზირზე ავარია მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სადგურის დასახლებიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ 2 მანქანას შეეჯახა. "სადგურის დასახლებიდან მოდიოდა დიდი სისწრაფით მანქანა, რომელიც ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი, გზაზე მდგარ ორ ავტომობილს" , - განაცხადა თვითმხილველმა.
14 მაისი
შავშვებთან ავარია მოხდა - დაშავდა 3 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ მანქანას დაეჯახა. “გზაში მძღოლს შვილი გაუხდა ცუდად. მანქანა ამიტომ გააჩერა ავტობანზე, რის შემდეგაც გაჩერებულ ავტომობილს სხვა მანქანა დაეჯახა”, - ამბობდნენ თვითმხილველები.
31 მარტი
კომბინატის დასახლებაში, ავტომანქანა ბავშვს იმ დროს დაეჯახა, როცა მოზარდი გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
24 მარტი
გორში ავარიის შედეგად 5 წლამდე ასაკის 3 ბავშვი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი ძმები რომელაშვილებისა და თამარ მეფის ქუჩის კვეთაზე შეეჯახა. ყველა დაშავებულის მდგომარეობა სტაბილური იყო და კლინიკიდან მალე გამოწერეს.
23 მარტი
ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა ვერხვების დასახლებაში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
17 მარტი
ტალინის ქუჩაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა და ამობრუნდა. თვითმხილველების თქმით, მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა.დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
13 მარტი
გორში ავარია მოხდა - ორი ავტომობილი ერთმანეთს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევამ მოძრაობა რამდენიმე წუთით შეაფერხა. თვითმხილველების თქმით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, თუმცა მის დასახმარებლად სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გამოუძახებიათ.
12 მარტი
ვტოსაგზაო შემთხვევა სტალინის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილი მამაკაცს დაეჯახა.დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ "გორმედში" გადაიყვანა. მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი.
11 მარტი
კარალეთში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მგზავრმა.
11 თებერვალი
ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს და რამდენიმე დღეში გამოწერეს.
15 იანვარი
ცხინვალის გზატკეცილზე, დევნილთა დასახლებასთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით ავარიის შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა. შსს - ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ - ის 276 მეორე ნაწილით დაიწყო.