ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ცხოველთა თავშესაფარს პლედები მიუტანა 

შიდა ქართლის მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალურ სააგენტოს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან”, მიხეილ გოგინაშვილმა პლედები გადასცა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცლებს. 

“სააგენტოში სტუმრად იმყოფებოდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიშა გოგინაშვილი, რომელმაც ჩვენი ცუგებისთვის თბილი ქვეშაგები და პლედები გადმოგვცა.  დიდი მადლობა ბატონ მიშას გაწეული დახმარებისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ინფორმაციისთვის, შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო 4 თვეა რაც ფუნქციონირებს. სააგენტო ემსახურება ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებს. სააგენტოს ძირითად მოვალეობაში შედის მიუსაფარი ძაღლების და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია ასევე ავადმყოფი და ნაავარიები ძაღლის და კატის მკურნალობა.

დატოვეთ კომენტარი