ახალი ამბები

ინტერმუნიციპალური სააგენტოს თანამშრომლებს ფეხსაცმელი შეუძინეს 

ა(ა)იპ შინაური მიუსაფარი ცხოველების შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო ახალი უნიფორმებით აღიჭურვა, – ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ავრცლებს. 

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე თანამშრომლებისთვის ზამთრის ფეხსაცმელი შეიძინეს. 

“შიდა ქართლი მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტომ თანამშრომლებისთვის სპეციალური ფეხსაცმელი შეიძინა. რამდენიმე დღეში კი მზად იქნება სპეციალური სამუშაო ფორმაც, რომლებიც ყველა თანამშრომელს დაურიგდება”, – ნათქვამია განცხადებაში. 

სააგენტომ 45 წყვილ მაღალ ყელიან და 2 წყვილ მაღალ ყელიან დამცავ ფეხსაცმელში 3 800 ლარი გადაიხადა. 

დატოვეთ კომენტარი