ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული “საბას” გამარჯვებულია

გიორგი სოსიაშვილის კრებული “ოთხი მოთხრობა” “საბას” ერთ-ერთი ნომინაციის “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” გამარჯვებულია.

დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართა.


როგორც ილიას უნივერისტეტის პროფესორმა და ლიტერატურათმცოდნე ბელა წიფურიამ თქვა, მწერალი გიორგი სოსიაშვილი თავისი მოთხრობების კრებულში ყველაზე ნამდვილ, თანამედროვე ამბებს ყვება.

„არის გარკვეული შემთხვევები, როცა ლიტერატურის და ტექსტის მნიშვნელობას ადამიანები ხელახლა გააცნობიერებენ და ემოციურად შეიგრძნობენ ხოლმე, ეს განცდა მქონდა, როდესაც გიორგი სოსიაშვილის წიგნს ვკითხულობდი. ეს პირადულია ავტორისთვის, და ეს პირადული იყო ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, რადგან, ის რაც გადმოტანილია ამ ტექსტებში, არ არის თითეული ჩვენგანისგან განყებული მდგომარეობა. იოლი არ არის ტექსტმა მოახდინოს ასეთი ემოციური ზეგავლენა და მით უმეტეს ეს არის ძალიან გულწრფელად გამოხატული ზემოქმედება. გიორგი სოსიაშვილი ამას დიდი ოსტატობით ახერხებს“

ბელა წიფურია ავტორისა და წიგნის შესახებ

აღნიშნულ ნომინაციაზე წარდგენილი იყო კიდევ ორი ავტორის, რუსუდან რუხაძის და ალეკო შუღლაძის მოთხრობების კრებულები.

დატოვეთ კომენტარი