ახალი ამბები

გორის მერიამ ახალგაზრდული მუშაკები დააჯილდოვა 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ „მუნიციპალურ ახალგაზრდულ ფორუმზე“ ახალგაზრდულ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალგაზრული მუშაკები და ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისშვის 16 ადამიანი დააჯილდოვა. 

მერიამ ჯილდო გადასცა 8 ახალგაზრდულ მუშაკს: 

  • სოსო მეზვრიშვილი;
  • ფიქრია გელაშვილი;
  • ოთო გვრიტიშვილი;
  • ლია გორელიშვილი;
  • ბექა ასანიძე;
  • დიმიტრი გოგიაშვილი;
  • გიორგი ოგანესიანი;
  • იოსებ ენუქაშვილი. 

ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ:

  • გორის მუნივიპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვამელი, რამაზ შიოშვილი;
  • წითელი ჯვრის წარმომადგენელი თამარ სახლთხუციშვილი;
  • ელენე მინდიაშვილი;
  • ახალგაზრდული საგანმანათლებლო ცენტრის წარმომადგენელი დიმიტრი თინიკაშვილი;
  • ავთანდილ ტიტვინიძე;
  • “ნიმდის” გორის ორგანიზაციის  კოორდინატორი ზაზა ჭიპაშვილი;
  • ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების წარმომადგენელი, რეზო გოგიაშვილი;
  • ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი, დავით თოთაძე.

დაჯილდოების ღონისძიება გორის უნივერსიტეტში გამართულ “ახალგაზრდული ფორუმის” ფარგლებში შედგა. ფორუმი ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

დატოვეთ კომენტარი