გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ნახატების ეროვნული კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. 23 ნახატიდან შეირჩა 13, აქედან 3 გამარჯვებული და 10 საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა.
5 წევრიანმა ჟიურიმ სამი საუკეთესო ნახატი გამოავლინა და გამარჯვებულებად ბათუმელი, ქობულეთელი და გორელი მხატვრები დასახელდნენ.
პირველი ადგილი ბათუმელმა მარიამ ქობულაძემ დაიკავა ნახატისთვის “მეცნიერება”.
“ამ ნახატს ვხატავდი მთელი ზაფხულისს განმავლობაში, სამსახურის შემდეგ და ძალიან მინდიდა ამ კონკურში მონაწილეობის მიღება. ძალიან ბედნიერი ვარ, ბევრი ემოციაა ახლა ჩემში და გამოხატვა მიჭირს, დიდი მადლობა”, – თქვა მარიამ ქობულაძემ, რომელიც ღონისძიებას ბათუმიდან, დისტანციურად ესწრებოდა.
კონკურსში მეორე ადგილი ქობულეთელმა ლანა მოფილაძემ, ხოლო მესამე ადგილი გორელმა მარიამ ხორგუაშვილმა დაიკავა.
გამარჯვებულებსა და კონკურსის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცჩკევიჩმა სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
“მეცნიერების კვირეულის ფარგლებში, რომელიც 20-25 დეკემბერს იმართება ქვეყნის მასშტაბით, გორის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მეცნიერების ინსპირირებით შექმნილ მხატვრული ნამუშევრების გამოფენას და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მონაწილეები იყვნენ მთელი ქვეყნიდან. გორის უნივერსიტეტისა და გორის სამხატვრო სკოლის ჩართულობის გარეშე ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა და მადლობას ვუხდი მათ ამისთვის”, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
კონკურსში გორის უნივერსიტეტთთან ერთად აქტიურად იყო ჩართული გორის ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაც, რომლის წარმომადგენელი ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო. განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა სამახსოვრო საჩუქრებით ჯიურის წევრებიც დააჯილდოვა.
“გორის უნივერსიტეტში გაიხსნა “ჰორეიზონის საგრანტო სამეცნიერო ოფისი”, ამ გახსნაზე იმყოფებოდა განთლებისა და მეცნიერების მინისტრი და დაანონსდა მეცნიერებისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი მოსწავლეებისთვის. ძალიან მიხარია, რომ ასეთ ღონისძიებას უმასპინძლა გორის უნივერსიტეტმა და ეს კონკურსში მომავალშიც ჩატარდება”, – გვითხრა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა.
კონკურში მონაწილეობას ქყვენის მასშტაბით 23 მოსწავლე იღებდა, მონაწილეებს შორის იყვნენ სენაკელი, ბათუმელი, ქობულეთელი, თბილისელი და გორელი მოსწავლეები. განათლების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის თქმით, მეცნიერების კვირეულის დასკვნითი ღონისძიება 25 დეკემბერს თბილისში, კონსერვავტორიის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც კონკურსში შერჩეული 13 ნახატი გამოიფინება.