ახალი ამბები

15 – მა გორელმა შიმშილობა დაიწყო – მოთხოვნა სააკაშვილის გათავისუფლებაა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გორიდან შიმშილობა 15 ადამიანმა დაიწყო. ინფორმაციას გორის ენმ ავრცელებს. 

საკრებულოს დეპუტატის ანო ბალიაშვილის თქმით, ეს ადამიანები სამოქალაქო აქტივისტები და პარტიის წევრები არია.

მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გააჟღერა.

დატოვეთ კომენტარი