ახალი ამბები

თავშესაფარში მყოფ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის ნახვა სურთ – ხინჩეგაშვილი მათ სურვილზე დუმს

ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.

“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.

ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის ამ საახალწლო სურვილის შესრულება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, ორი კვირა გავიდა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.


გორის მერიამ 39 ადამიანი დააჯარიმა საკალმახე აუზების მოწყობისთვის

გორის მერიამ გასულ წელს 39 მოქალაქე დააჯარიმა საკალმახე აუზების უნებართვოდ მოწყობისთვის. როგორც ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშიდან ვიგებთ, უნებართვოდ მოწყობილი საკალმახე აუზების ყველაზე დიდი რაოდენობა სოფელ კარალეთში აღმოაჩინეს. კარალეთი – 20 შემთხვევა; ახალდაბა – 7 შემთხვევა;ვარიანი – 7 შემთხვევა;ტყვიავი  – 1 შემთხვევა;ძევერა – 1 შემთხვევა;ატენი – 1 შემთხვევა; გარეჯვარი – 1 შემთხვევა;ტაფაყანდა – 1 შემთხვევა.  ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ 4 მოქალაქე სოფელ […]


ამ დროში, რადიო “მოზაიკამ” ინფორმაციის გავრცელებით, უკვე შეძლო თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების სხვა სურვილების ასრულება. მათთვის სასურველი ნივთების შეგროვება ისევ გრძელდება და საჩუქრებს ხანდაზმულები კვირის ბოლოს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი