ბლოგები

ახალგაზრდული მუშაკი – პროფესია დიდი მნიშვნელობით და ნაკლები პოპულარულობით

ავტორი: მარიამ ისპირიანი

მე მარიამი ვარ. ამჟამად, ვმუშაობ ახალგაზრდობის სააგენტოში, ევროკავშირის პროექტის „skills for success“ –  „უნარების წარმტებისთვის“ ფარგლებში და ვარ მობილური ახალგაზრდული მუშაკი გორის მუნიციპალიტეტში.

როცა ვამბობ რომ მე ვარ ახალგაზრდული მუშაკი ჩნდება უამრავი კითხვა – ვინ ვარ? რა მუშაკი? რა მიზანი მაქვს? ან ზოგადად რას გულისხმობს ახალგაზრდული მუშაკობა?

ფართო საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია პროფესია – ახალგაზრდული მუშაკი. ეს პროფესია განვითარების პროცესშია და ნელ-ნელ იწყებს დამკვიდრებას. თავისი შინაარსით ეს პროფესია უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია ახალგაზრდებითვის.

ახალგაზრდულ საქმიანობას საქართველოში დიდი ხნის სიტორია აქვს, თუმცა ახალგაზრდული მუშაკი, როგორც პროფესია, ახლა ინერგება და მისი მეთოდოლოგია ეფუძნება ევროკავშირის ქვეყნების წარმატებულ გამოცდილებას, რომლითაც ისინი ბოლო ათწლეულებია ხელმძღვანელობენ, როგორც ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდების საუკეთესო თანამედროვე მოდელი. ევროპის ქვეყნებში არსებობს უამრავი ახალგაზრდული სივრცეები და ეს მიმართულება საკმაოდ განვითარებულია.

ევროკავშირის პროექტი “Skills for success“ – „უნარების წარმატებისთვის” ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით Save the Children International  – ის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდობის სააგენტო, კონრარდ ადენაუერის ფონდი, საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაცია ერთად. პროექტი ოფიციალურად საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს დაიწყო სწორედ ეს პროექტი თავისი შინაარსით ორიენტირებულია ახალგაზრდული სფეროს განვითარებაზე.  ნაკლებად აქტიური ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე და სხვადასხვა კომპეტენციების განვითარებაზე.

ახალგაზრდობის სააგენტომ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შეარჩია 2 ახალგაზრდული მუშაკი.  გორის მუნიციპალიტეტში მობილური ახალგაზრდული მუშაკები ვართ მე და ბაჩო ხუციშვილი.

ახალგაზრდული მუშაკი ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს თამაშობს. 

ახალგაზრდული მუშაკი არაფორმალური და ფორმალურს გარე განათლების მეთოდების გამოყენებით, ახალგაზრდებს იმ უნარებისა და დამოკიდებულებების განვითარებაში ეხმარება, რომლებიც აუცილებელია საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად მონაწილეობისთვის და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ახალგაზრდული მუშაკი უზრუნველყოფს ახალგაზრდების საჭიროებების გამოვლინებას და ცდილობს ახალგაზრდებს შეუქმნას და მიაწოდოს შესაბამისი რესურსი განვითარებისათვის.

პანდემიამ ახალგაზრდების ცხოვრებაზე ნეგატიური გავლენა იქონია. ახალგაზრდებს შეეზღუდათ წვდომა სხვადასხვა არაფრორამლურ საგანმანათლებლო ღონისძიებებში ჩართვის, რამაც გამოიწვია მათი ინერტულობა. უფრო რთული სიტუაცია წარმოიქმნა სოფლად მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ადგილზე არ აქვთ არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა და იმ ღონისძიებებზე წვდომა, რომლებიც ხორციელდება ქალაქ გორში, პანდემიამდეც  დაბრკოლებას წარმოადგენდა, რადგანაც არსებობს ტრანსპორტირების პრობლემა. ის ან არასასურველი გრაფიკით დადის, ან ხარჯებს უკავშირდება და ეს ახალგაზრდებისთვის ბარიერებს ქმნის. ამასთან გორის მუნიციპალიტეტის თემებში უმეტეს შემთხვევებში არ არის ახლგაზრდული სივრცეები, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ განტვირთვას და რაიმე ახლის შესწავლას.

წარმოიშვა აუცილებლობა, რომ მუნიციპალიტეტებში არსებობდნენ ისეთი ახალგაზრული მუშაკები, რომლებიც არ იმუშავებენ ერთ კონკრეტულ ადგილას და ექნებათ შესაძლებლობა გადაადგილდნენ გორის მუნიციპლიატეტის სხვადასხვა თემსა თუ სოფელში და შეასრულონ მობილური ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობა.

ჩემთვის, როგორც ახალგაზრდული მუშაკისთვის მთავარი მიზანია, რომ  მომავალი 2 წლის განმავლობაში, უამრავ ახალგაზრდას შევხვდე, მივაწოდო მათ პიროვნული განვითარებისათვის ხხვადასხვა რესურსები, რათა სამომავლოდ ადვილად შეძლონ საკუთარი გზის გაკვალვა.  მე ვიმუშავებ როგორც ახალგაზრდების ჯგუფთან, ასევე თითოეულ ახალგაზრდასთან  ინდივიდუალურადაც. მჯერა, რომ უამრავ ახალგაზრდას შევუწყობ ხელს საკუთრი იდეების განხორციელებაში,  დავეხმარები მათ რესოციალიზაციაში, გააქტიურებაში და სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

გარდა ამისა ჩემთვის უმნისვნელოვანესი კომპონენტია ახალგაზრდების დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვა და მათი პროფესიული ორიენტაცია. ამ მიმართულებით ადრეც და ახლაც ვგეგმავ შეხვედრებს და ვეხმარები ახალგაზრდებს სამსახურის პოვნისთვის საჭირო პროცედურების გავლაში.

ჩემთვის ეს სფერო ძალიან საინტერესო და მიმზიდველია. მობილური ახალგაზრდული მუშაკის საქმიანობის ფარგლებში, მე და ჩემმა კოლეგამ უკვე განვახორციელეთ რამოდენიმე აქტივობა. უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებისთვის ძალიან სასიხარულოა მათთვის ამ შესაძლებლობის შექმნა და შესაბამისად, ინტერესიც მაღალი იყო აქტივობების განხორციელების დროს.

დატოვეთ კომენტარი