ზემო ნიქოზის მიმდებარედ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ მამუკა ჩხიკვაძეს წითელი ჯვრის წარმომადგნელები მოინახულებენ. მათ უკვე ჰქონდათ კონტაქტი ჩხიკვაძის ოჯახის წევრებთან და მათ მიერ დაწერილი წერილს და ცხინვალის იზილატორში მყოფ მამუკა ჩხიკვაძეს გადასცემენ.
ოჯახს ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ მიუღია. იგი 5 დღის წინ, რუსმა ოკუპანტებმა ზემო ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი გათავისუფლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია, უწყების ცნობით უკანონოდ დაკავების შესახებ ცხელი ხაზი ამოქმედდა და ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
დატოვეთ კომენტარი