ახალი ამბები

“შენი თბილი კერა” – ხანდაზმულებმა საკუთარი საჭიროებები გორის მერის მოადგილეს გააცნეს

მერის ინიციატივით, გორში მდებარე ხანდაზმულთა სახლს “შენი თბილი კერა” მერის მოადგილე ესტურმა. თამაზ შიოშვილი მოხუცებს საქართველოს “წითელი ჯვრის” გორის ოფისის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა.

ისინი ადგილზე გაეცნენ ხანდაზმულთა საყოფაცხოვრებო პირობებს და სპეციალური მოვლის საჭიროებების მქონე პირებსაც გაესაუბრნენ.

თითოეულმა მათგანმა საჩუქრად, სასურსათო პროდუქტი და საჭირო ნივთები მიიღო.

“პროექტი მთლიანად გორის მერიის მიერ არის დაფინანსებული და “წითელი ჯვრის” ორგანიზაცია ამ შემთხვევაში მხოლოდ მედიატორის როლს ასრულებდა. ვფიქრობთ, ხანდაზმულებისთვის ნებისმიერი სახის ყურადღება მნიშვნელოვანი და სასიხარულოა”, – აღნიშნავენ “წითელი ჯვრის” წარმომადგენლები.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები