ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ საბავშვო ბაღებში თაგვების დასაჭერად 200 ცალი თაგვის საჭერი წებოვანი წიგნი იყიდა.
ხელშეკრულება უწყებამ ინდ.მეწარმე ჰუსეინ ბაირამოვს გაუფორმა და თაგვების 200 ცალ საჭერში 340 ლარი გადაუხადა.
გარდა ამისა, ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტომ 15 ცალი ელექტრო სასწორი იყიდა, რისთვისაც ბაირამოვს 1 125 ლარი გადაურიცხა.
როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის წესით, ასევე იყიდა 1-ტონიანი წყლის ავზი, რისთვისაც უწყებამ ინდ. მეწარმე ნუგზარ სვიანაძეს 400 ლარი გადაუხადა.
დატოვეთ კომენტარი