სტატიები

რა დაგვიჯდება გორის საკრებულოს შენახვა გაზრდილი ხელფასების პირობებში?

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან, საჯარო მოხელეების ხელფასები 10% -ით იზრდება. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი საშტატო ნუსხა ჯერ არ დაუმტკიცებია, თუმცა თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებებში დასახელებული ზღვარი ამ დროისთვის თანამდებობის პირების სარგოების გამოთვლის შესაძლებლობას  იძლევა.

ცვლილებების შემდეგ რადიო „მოზაიკა“ ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში პოლიტიკურ თანამდებობის პირთა რაოდენობით და მათი ხელფასებით დაინტერესდა.

2021 წლის მოწვევის გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 36 წევრია. 23 თანამდებობის პირია. მათ შორის 1 საკრებულოს თავმდჯომარე, 3-მისი მოადგილე, 5 კომისიის თავმჯდომარე,  3 ფრაქციის თავმჯდომარე და 11 ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.  თავად საკრებულოს თავმჯდომარეს 3 მოადგილე ჰყავს.

13 დეპუტატი კი საკრებულოს რიგით წევრად ითვლება, რომელიც მისი აქტოვობების მიხედვით მხოლოდ ე.წ. ხარჯის თანხას მიიღებს. რომლის ოდენობის ზედა ზღვარი, საკრებულოს ტავმდომარის ხელფასის 15%-ს შეადგენს.

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგო  3200 ლარიდან – 3520 ლარამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ საკრებულოს რიგითი წევრის ხარჯის თანხა 520 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.

თანამდებობის პირების რაოდენობისა და 1 იანვრიდან მათი სარგოების 10%-იანი მატების შემთხვევაში 2022-2025 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები შემდეგნაირად გადანაწილდება:

პოზიციარაოდენობახელფასის ხარჯი 1 იანვრიდანჯამი  თვეში:
საკრებულოს თავმდჯოამრე135203520
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე327508250
კომისიის თავმდჯოამრე5220011000
ფრაქციის თავმდჯომარე322006600
ფრაქციის თავმდჯომარის მოადგილე11132014520
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები 10% -იანი მატების შემდეგ

როგორც ცხრილიდან ჩანს, მხოლოდ ერთ თვეში საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის 43 890 ლარი დაიხარჯება. თუ ამ თანხას რიგითი 13 წევრის 500-ლარამდე ხარჯის თანხას და18  სპეციალისტის ანაზღაურებას,  17 710 ლარსაც დავუმატებთ,

გამოდის, რომ თვეში საკრებულოს თანამშრომლებისთვის 85 810 ლარია საჭირო, რაც წელიწადში 1 მლნ 029 ათას 720 ლარის ხარჯს გულისხმობს. 2022-2025 წლებში კი ახალი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მხოლოდ ანაზღაურებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლებისთვის 3 მლნ 089 ათას 160 ლარი დაიხარჯება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.