სტატიები

დაწესდება თუ არა შეღავათები გორის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას 

“მგზავრობის საფასურზე შეღავათების დაწესება ჩემს კომპეტენციაში არ შედის, ეს თქვენი, საკრებულოს მოვალეობაა”, – ასე უპასუხა ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა საკრებულოს ხსდომაზე დასმულ შეკითხვას, იგეგმება თუ არა სოციალური შეღავათების დაწესება მოქალაქეებისთვის. 

ჯირკველიშვილს მგზავრობის საფასურის საშეღავათო პროგრამაზე კითხვა პარტიის “საქართველოსთვის” წევრმა, მამუკა ფანიაშვილმა დაუსვა. მისი აზრით, მოსახლოების ის ნაწილი, რომელიც იმსახურებს მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეულ სოციალურ შეღავათებს, უნდა სარგებლობდნენ სატრანსპოსტო შეღავათებითაც. 

მამუკა ფანიაშვილი, პარტიის “საქართველოსთვის” წევრი

“გეთანხმებით იმაში, რომ მოქალაქეების მხრიდან საფასურის არ გადახდა, ნამდვილად არის პრობლემა, მაგრამ თუკი ეს ადამიანები არიან ის კატეგორია, რომელიც იმსახურებს მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული სოციალური შეღავათების დაწესებას, მაშინ უნდა გამოიყოს ბიუჯეტის სოცუალურ ნაწილში, მაგრამ თუ არ არის ასეთი კატეგორია, მაშინ რაიმე მექანიზმი უნდა შემუშავდეს, რომ ვაიძულოთ ასეთ მოქალაქეებს გადაიხადონ საფასური. თანხის გადახდა არის წინაპირობა იმისა, რომ ტრანსპორტის სააგენტო უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე”.

ჯირკველიშვილმა ფანიაშვილის მოსაზრებას უპასუხა და აღნიშნა, რომ სოციალური შეღავათების დაწესება მის კომპენტენციაში არ შედის. 

ზურაბ ჯირკველიშვილი, ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი

” საქმე ეხება მუნიციპალური თანხების ხარჯვას  და თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ ეს შეღავათები, თუ იქნება ეს განსაზღვრული, რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ”.

აღნიშნულ საკითხზე საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ განაცხადა, რომ სოციალურ შეღავათებზე წინა მოწვევის საკრებულოში ფრაქციას “ქართული ოცნება” ჰქონდა ინიციატივა, რითაც მიმართა გორის მერიას, თუმცა უწყებამ ფინანსების სიმწირის გამო უარი თქვა.

დავით რაზმაძე, საკრებულოს თავმჯდომარე

“ახალ მერთანაც მქონდა ამაზე საუბარი, ჩვენ შენიშვნებშიც გადავაგზანეთ ეს ინიციატივა და დიდი ალბათობით, მომავალი წლიდან გათვალისწინებული იქნება”. 

ჯირკველიშვილი: ახალი წლიდან დავიწყებთ დაჯარიმების სისტემის ამოქმედებას 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.