გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული შენობისა და გარე პერიმეტრის დასუფთავებისთვის ტენდერი გამოაცხადა. უწყებამ აღნიშნული მომსახურების შესასყიდან 92`400 ლარი გაითვალისწინა.
მერიის შენობის ფართობი 4 415 კვ.მ -ს შეადგენს. შენობას აქვს 5 სართული, სარდაფი, 21 სველი წერტილი (24 ნიჟარა, 26 უნიტაზი, 9 საშხაპე კაბინა).
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საოფისე ფართის დასუფთავება განხორციელდება სამუშაო საათების დაწყებამდე 08:50-მდე ყოველ დღე. დასუფთავების ობიექტს ყოველდღიურად მოემსახურება არანაკლებ 11 მომსახურე პერსონა, 1 მენეჯერი – პასუხისმგებელი პირი და 10 ათი დამლაგებელი. ყოველდღიურად იმორიგევებს 2 მორიგე დამლაგებელი 10:00 – 18:00სთ.
დამლაგებლის ყოველთვიური ანაზღაურება, ხელზე ასაღები სახელფასო განაკვეთი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 400 ლარს.
ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ დასუფთავების მომსახურება მერიას 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა გაუწიოს.