ახალი ამბები

“ადამი მედია პრიზი 2021” – ის გამარჯვებული გორელი რეჟისორი, ანა ბარჯაძე გახდა

ადამი მედია პრიზის გამარჯვებული გორელი რეჟისორი ანა ბარჯაძე გახდა. მან კონკურსზე წარადგინა ფილმის “მწარე შაქარი” პროექტი, რომელიც ემიგრანტ დედას და 3 მოზარდის ცხოვრებას ასახავს. ანა ფილმის რეჟჯისორია, პროდუსერი ირინა გელაშვილი, ოპერატორი კი დავიდ ჩხაიძეა. ფილიმის განვითარებისთვის, კონკურსის გამარჯვებულს, ფულადი ჯილდო გადაეცა.

“სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი”მწარე შაქარი” ეხება ემიგრანტ დედას. თუ რა ხდება მის მიღმა, საქართველოში მყოფი შვილების ცხოვრებაში. 3 მოზარდი ძმა როგორ უმკლავდება ყოველდღიურ ყოფას. ფილმის წარმოება უკვე დაწყებულია, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი და ამავდროულად მამოტივირებელი იყო გამარჯვება და კომენტარი ჟიურისგან, რომ ნამდვილად სწორ გზაზე ვდგავართ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ანა ბარჯაძემ.

ინფორმაციისთვის, კონკურსი ADAMI Media Prize კულტურული მრავალფეროვნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში ყოველწლიურად ტარდება. კონკურსზე მიიღება წარმოებაში არსებული და კულტურული მრავალფეროვნების თემებზე შესრულებული ვიდეომასალა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყნიდან. 

კერძოდ, ადამი მედია პრიზის კონკურსზე დაიშვება ისეთი მიმდინარე პროექტები, როგორებიცაა დოკუმენტური ფილმები, საინფორმაციო რეპორტაჟები, სატელევიზიო ფილმები, ონლაინ ვიდეორგოლები ან სატელევიზიო შოუები.

ადამი მედია პრიზი 2015 წელს დაარსდა. მისი მიზანი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოღვაწე  რეჟისორების, ჟურნალისტების და აუდიო-ვიზუალური მედია პროფესიონალების წახალისებაა მიგრაციის, ტოლერანტობის და კულტურული მრავალფეროვნების საკითხების პოპულარიზაციისთვის. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.