გორში 12 წლის მოზარდს ეძებენ. არასრულწოვანის ძებნა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გოგონა სკოლაში ძმამ მიაცილა, თუმცა როგორც ირკვევა ის პირველ გაკვეთილს არ დასწრებია. ამის შესახებ ოჯახს სკოლიდან აცნობეს.
სამართლადამცავები სამძებრო სამუშაოებს აგრძელებენ. ცნობილია, რომ ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიც, სადაც გოგონა მაღაზიის მიმართულებით გადაადგოლდება, შემდეგ კი მისი კვალი ქრება.
დატოვეთ კომენტარი