ახალი ამბები

გორში გაუჩინარებული გოგონა ოპოვეს

გოგონა რომელსაც მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ იპოვეს. ინფორმაციას საგანმანათლებლო რესურსცენრი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 12 წლის მოზარდი ცოცხალია და ის უკვე ნახეს ოჯახის წევრებმა. საგამოძიებო მოქმედებები 8 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რამდენიმე წუთის წინ პოლიციის შენობაში გოგონას მშობლები იმყოფებოდნენ, რომლებიც პოლციის პიკაპით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ინფორმაციისთვის, მე-6 კლასელი მოსწავლე დღეს სკოლამდე მანქანით ძმამ მიიყვანა, თუმცა ის შენობაში არ შესულა და გაკვეთილებს არ დასწრებია. ეს ინფორმაცია სამართალდამცავებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან მიიღეს.

გოგონას ადგილსამყოფელთან დაკავშირებით დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები