გორის მერია პატარებისთვის ნახატების კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება 7 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ.
“ნამუშევრების (ორიგინალების) წარმოდგენის ბოლო ვადაა 10 დეკემბერი. ნამუშევრებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში (გორი, გრიგოლ ფერაძის ქ. #5) წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაციაც: ნახატის ავტორის სახელი და გვარი, ასაკი და მისი კანონიერი წარმომადგენელის ტელეფონის ნომერი. საუკეთესო ნახატები საინფორმაციო მასალაზე და კალენდარზე დაიტანება” , – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
ინფორმაციისთვის, საინფორმაციო მასალა და კალენდარი ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინიციატივით იბეჭდება. მისი მიზანი, აღნიშნული განყოფილების ფუნქცია-მოვალეობისა და მისი ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ მოსახლეობის მეტი ინფორმირებაა.
მერიის ცნობით, გარდა თავისუფალი თემისა, ბავშვებს შეუძლიათ იმუშაონ შემდეგ თემებზეც:
ჩემი ოჯახი
წელიწადის დრო
მე და ჩემი მეგობრები
ჯანსაღი ცხოვრება
COVID-19 – ის პანდემია
რა არის ძალადობა