გორის კლინიკებში მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად, 165 პაციენტი გარდაიცვალა.
covid19-თ გარდაცვლილთა ყველაზე მეტი რაოდენობა გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშია. აქ მიმდინარე წელს ვირუსს 107 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება, “გორმედის” ქსელის გორის კლინიკას, გარდაცვლილთა რაოდენობა 58-ს აღწევს.
კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 30 წლის ასაკისაა, ხოლო ყველა უფროსი 92 წლის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსს საქართველოს 12 407 მოქალაქე ემსხვერპლა.
დატოვეთ კომენტარი