გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში თავდაცვის მობილური ჯგუფის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაცია ჩატარდა.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.
ვაქცინაციის მსურველებს აცრა სამი სახის – ფაიზერის, სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ.
როგორც რწმუნებულის მოადგილემ აღნიშნა, იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონში და აცრის მსურველების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
დატოვეთ კომენტარი