გორის „ივერიონმა“ სომხეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე სომხეთის “დვინი” დაამარცხა
გუნდმა ტურნირის პირველ ტურში სომხეთთან 93:84 – იანი ანგარიშით მოიგო.
შეჯიბრებაში 8 გუნდი იღებს მონაწილეობას – 6 სომხური და 2 ქართული. საქართველოდან „ივერიონთან“ ერთად ტურნირზე თბილისის „მეგა“ ასპარეზობს.
სომხეთში საერთაშორისო ტურნირი “კავკასიის საკალათბურთო ლიგა” მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი