ახალი ამბები

გორში პირს, რომელიც პოლიციელს ახრჩობდა, 1-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე, რომელიც ეხება პოლიციელების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

საქმის მასალების მიხედვით, შუაღამის 02:30 საათზე მთვრალი ა.ხ იმყოფებოდა გორში, წმინდაწყლის დასახლებაში და ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ უმისამართოდ იგინებოდა.

“მას წესრიგისგენ მოუწოდეს პოლიციელებმა ა.დ-მ და ვ.ო-მ, რამაც იგი გააღიზიანა და პოლიციელებს მიაყენა, როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა – ორივე პოლიციელს ხელი დაარტყა სახეში, ხოლო ვ.ო-ს ხელი წაუჭირა ყელში და დაუზიანა სამსახურებრივი პერანგი” , – აღნიშნულია განაჩენის აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში.

საქმე მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა განიხილა. როგორც ცნობილია, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და პროკურატურასა და მას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

ა.ხ-ს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეში იყო შემდეგი მტკიცებულებები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ბოთლები და ერთჯერადი ჭიქა, რომელიც მოსამართლის გადაწყვეტილებით, განადგურდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.