ახალი ამბები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 – დღიან კამპანიას გორის უნივერსიტეტი შეუერთდა 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა. 

კამპანიის ფარგლებში ონლაინ შეხვედრა გაიმართება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის რეგიონული ოფისის ინიციატივით.  

შეხვედრა მიზნად ისახავს გენდერულ ძალადობაზე ცნობიერების ამაღლებას. 

ონლაინ შეხვედრას გაუძღვებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, გორის ოფისის ხელმძღვანელი, მაიჰაელა გერასიმი და  ელჩი მარეკ შჩიგელი.

ინფორმაციისთვის, საქართველო გენდერული ძალადობის 16 დღიან კამპანიაში ოფიციალურად 2018 წელს ჩაერთო, თუმცა მანამდე გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები სხვადასხვა აქტივობებს ახორციელებნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.