1 – ლი დეკემბრიდან კოვიდპასპორტის გარეშე მაყურებლები სპექტაკლებს ვერ დაესწრებიან, – ინფორმაციას ერისთავის თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაყურებელს, რომელსაც სპექტაკლზე დასწრება სურთ, კოვიდპასპორტის არქონის შემთხვევაში შეუძლიათ PCR ტესტის, ან სწრაფი ტესტის პასუხი წარადგინონ.
“საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021 წლის 1 – ლი დეკემბრიდან თეატრში შესასვლელად სავალდებულოა წარმოადგინოთ აცრის დამადასტურებელი პასპორტი, ან მობილური აპლიკაცია.ასევე, შესაძლებელია წარმოადგინოთ PCR ტესტის პასუხი, ჩატარებული ბოლო 72, ან სწრაფი ტესტის პასუხი, ჩაგარებული ბოლო 32 საათის განმავლობაში”, – ამბობს თეატრის ადმინისტრაცია
დატოვეთ კომენტარი