ახალი ამბები

გორში თავდაცვის აკადემიის თანამშრომელი ნარკოტიკის მოხმარების გამო დააჯარიმეს

სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დაჯარიმდა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ.კ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.

“აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით. ნ.კ-მ აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა” ,  – აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.

საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა და ნ.კ-ს სახდელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ნ.კ წარსულში ნასამართლევია და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.