საკრებულოს მოქმედი თავმდჯოამრე გორის ახლადარჩეული მერის მუშაობის დაწყებას აფასებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ ხინჩეკაშვილი თვითმმართველობის საქმიანობაში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. სისტემატურად ურთიერთობს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს მოქმედ დეპუტატებთან და ჩართულია არსებული მოგვარების პროცესში.
“სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ მისი მუშაობით, 2 სიტყვაში იგებს ჩვენს პრობლემებს. აქვს ხშირი კომუნიკაცია საკრებულოს წევრებთან და ინტერესდება სოფლებში არსებული ვითარებითაც. რაც ყველასათვის თვალშისაცემია არის უშრეტი ენერგიის პატრონი. გაუმართლა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რომ გორის მერი ლადო ხინჩეგაშვილია”, – აღნიშნა საკრებულოს მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
ინფორმაციისთვის, გორის მერი 3 დეკემბერს ახალი საკრებულოს პირველ სხდომას დაესწრება, რა სიხალეებით იწყებს ახალი საკრებულო მუშაობას, ამ და სხვა საკითხებზე დავით რაზმაძე, დღეს საღამოს, რადიო “მოზაიკას” გადაცემაში “თვითმმართველობის დრო” ისაუბრებს.