სსიპ ,,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის” თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო დაჯარიმდა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნ.კ-ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი.
“აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნით. ნ.კ-მ აღიარა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენა” , – აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.
საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა და ნ.კ-ს სახდელის სახედ განუსაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ ნ.კ წარსულში ნასამართლევია და ამჟამად იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.